ენის არჩევა

CHC NAVIGATION EVENT
CHC Navigation-ისტექნოლოგიური სემინარი
თანამედროვე გეოდეზიური, ლაზერული სკანირების, SLAM, LiDAR, GNSS და უპილოტო ტექნოლოგიები ერთ სივრცეში.
ღონისძიების შესახებ
CHC Navigation-ის ტექნოლოგიური სემინარი — თბილისი
გიწვევთ CHC Navigation-ის სპეციალიზებულ სემინარზე, რომელიც ეძღვნება სივრცითი მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და გამოყენების თანამედროვე ტექნოლოგიებს.
სემინარის ძირითადი აქცენტი გაკეთდება ლაზერულ სკანირებასა და SLAM ტექნოლოგიებზე — მობილურ 3D სკანირებაზე, წერტილთა ღრუბლებისა და 3D მოდელების შექმნაზე, ასევე ამ ტექნოლოგიების პრაქტიკულ გამოყენებაზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა CHC Navigation-ის პროგრამულ პროდუქტებს, რომლებიც გამოიყენება ლაზერული სკანირების მონაცემების დასამუშავებლად და მათ გამოყენებას საინჟინრო ამოცანების გადაწყვეტისას.
სემინარზე ასევე წარმოდგენილი იქნება:
CHC Navigation-ის უპილოტო ტექნოლოგიები და დრონები — აეროგადაღების, კარტოგრაფირების და საჰაერო ლაზერული სკანირების (LiDAR) თანამედროვე გადაწყვეტილებები;
GNSS ტექნოლოგიები — თანამედროვე სატელიტური გეოდეზიური სისტემები;
ინტეგრირებული სამუშაო პროცესები, რომლებიც აერთიანებს GNSS-ს, SLAM-ს, LiDAR-ს, დრონებსა და პროგრამულ უზრუნველყოფას ერთიან ტექნოლოგიურ ჯაჭვში.
დარეგისტრირდით და გაეცანით CHC Navigation-ის თანამედროვე ტექნოლოგიებს — საველე მონაცემების შეგროვებიდან საბოლოო 3D მოდელამდე.
ჩატარების ადგილი
თბილისი
დრო
დაზუსტდება
მონაწილეობა
წინასწარი რეგისტრაციით
ღონისძიებაზე რეგისტრაცია
დარეგისტრირდი ღონისძიებაზე
შეავსე ფორმა და დააფიქსირე მონაწილეობა მომავალ ღონისძიებაზე.